"ბაიერნს ამ ფეხბურთელის შეძენას ვურჩევდი", - რიბერიმ ყოფილ კლუბს სერია ა-ს ვარსკვლავი ურჩია » სპორტის ხაზი

"ბაიერნს ამ ფეხბურთელის შეძენას ვურჩევდი", - რიბერიმ ყოფილ კლუბს სერია ა-ს ვარსკვლავი ურჩია

"ბაიერნს ამ ფეხბურთელის შეძენას ვურჩევდი", - რიბერიმ ყოფილ კლუბს სერია ა-ს ვარსკვლავი ურჩია
18-03-2023, 18:26
Aa Aa
გაზიარება:

მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანკ რიბერიმ იტალიურ La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას, არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის "რეკორდმაისტერის" სატრანსფერო მომავალზეც.

ლეგენდარულმა მოთამაშემ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის დამატებას ურჩევდა ბაიერნს სერია ა-დან, რიბერიმ ოსიმენი უპასუხა.

ცნობისთვის, ბაიერნი ნიგერიელი შემტევით მართლაც იყო დაინტერესებული, თუმცა, გერმანული გამოცემების მტკიცებით, მისი მაღალი სატრანსფერო თანხის გამო ტრანსფერზე უარის თქმა მოუწია - როგორც იწერება, ნაპოლი 24 წლის შემტევის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

მიმდინარე სეზონში ოსიმენმა ნაპოლის მაისური ჯამში 28 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავის გამოჩენა 23 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი