"ვფიქრობ, რომ ერლინგს საკუთარი თავის ყველა ლიგაში გამოცდა სურს" - ალფ-ინგე ჰოლანდი » სპორტის ხაზი

"ვფიქრობ, რომ ერლინგს საკუთარი თავის ყველა ლიგაში გამოცდა სურს" - ალფ-ინგე ჰოლანდი

"ვფიქრობ, რომ ერლინგს საკუთარი თავის ყველა ლიგაში გამოცდა სურს" - ალფ-ინგე ჰოლანდი
30-09-2022, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

Viaplay Football ერლინგ ჰოლანდის მამის, ალფ-ინგე ჰოლანდის სიტყვებს ავრცელებს, რომელიც "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავს და მის სამომავლო გეგმებს შეეხება:

"ჩემი აზრით, ერლინგს საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების ყველა ლიგაში გამოცდა სურს. შესაბამისად, ასე თუ იქნება, მაშინ ერლინგი თითოეულ ლიგაში სამი ან მაქსიმუმ ოთხი წელი უნდა დარჩეს. მას შეეძლო გერმანიაში ორნახევარი წელი გაჩერებულიყო, ამდენივე ინგლისში, ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში", - ალფ-ინგე ჰოლანდი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ერლინგ ჰოლანდს 10 თამაშში 14 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი