"ფაჩულია ისევ კარგად თამაშობს...", - კლეი ტომპსონმა ზაზა შეაქო » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

"ფაჩულია ისევ კარგად თამაშობს...", - კლეი ტომპსონმა ზაზა შეაქო

"ფაჩულია ისევ კარგად თამაშობს...", - კლეი ტომპსონმა ზაზა შეაქო
24-11-2021, 21:59
Aa Aa
გაზიარება:

არავისთვის უცნობი არაა, რომ კლეი ტომპსონი და ზაზა ფაჩულია მეგობრები არიან.

კვირას, ვარჯიშის შემდეგ, კლეი ტომპსონმა მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც ზაზა ფაჩულიას შესახებაც თქვა რამოდენიმე სიტყვა:

ძალიან კარგი იყო ლეანდრო ბარბოსასა და ზაზა ფაჩულიასთან ერთად თამაში, ჩვენ ერთმანეთთან დიდი ისტორია გვაკავშირებს. ლეანდრო ისე მოძრაობს, თითქოს მაღალ დონეზე თამაში ისევ შეუძლია. ზაზა კი ისეთივე ჭკვიანი კალათბურთელია. შესაძლოა, ცოტა სისწრაფე დაკარგა, მაგრამ მაგარ სქრინებს ისევ აყენებს და საოცარი პასის მოცემა ნებისმიერ დროს შეუძლია. ჩვენთან ერთად უორიორსის ახალგაზრდა მოთამაშეებიც იყვნენ, მათთან თამაში მომზადებაში უკეთ დამეხმარება,”-ამბობს ტომპსონი

ზაზა ფაჩულია და კლეი ტომპსონი "გოლდენ სტეიტ ვორიორსში" თანაგუნდელები იყვნენ, სადაც ზაზა 2-ჯერ გახდა ჩემპიონი.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი