"ხვიჩა კვარაცხელია დიდი ფეხბურთელია" - კარლო ანჩელოტი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია დიდი ფეხბურთელია" - კარლო ანჩელოტი

"ხვიჩა კვარაცხელია დიდი ფეხბურთელია" - კარლო ანჩელოტი
15-03-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

უკვე არაერთი გამოცემა წერს იმის შესახებ, რომ მადრიდის რეალს ახალი სეზონიდან ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმება სურს.

სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ადამიანის კომენტარი საინტერესოა, ვინც კი რეალის გარემოცვას უკავშირდება.

ამჯერად, გთავაზობთ თვით კარლო ანჩელოტის კომენტარს, რომელიც კვარასა და ვიქტორ ოსიმენს შეეხება:

"ხვიჩა კვარაცხელია? - ის მართლაც დიდი ფეხბურთელია, მას ვიქტორ ოსიმენის სახით დიდებული მეწყვილე ჰყავს და იტალიაში ფანტასტიკურად გამოიყურებიან. მოხარული ვარ, რომ სერია A-ს კლუბები ჩემპიონთა ლიგაში კარგად ასპარეზობენ. ვფიქრობ, 1/4 ფინალში სამ იტალიურ გუნდს ვნახავთ, ეს სამყაროსთვის ახალი სიგნალია." - ანჩელოტი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი