ქართული რეკორდი UFC-ში | რა შედეგს მიაღწია მერაბ დვალიშვილმა? » სპორტის ხაზი

ქართული რეკორდი UFC-ში | რა შედეგს მიაღწია მერაბ დვალიშვილმა?

ქართული რეკორდი UFC-ში | რა შედეგს მიაღწია მერაბ დვალიშვილმა?
14-03-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მერაბ დვალიშვილი UFC-ში პიოტრ იანს დაუპირისპირდა და ქართველმა რუსი 5 რაუნდში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილების თანხლებით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამავე ორგანიზაციის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის რეიტინგი განახლდა, რომლის თანახმადაც მერაბ დვალიშვილმა მესამე ადგილიდან პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც აქამდე არცერთ სხვა ქართველს არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ქამრის მფლობელი მერაბის ახლო მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგია, რომელთან დაპირისპირებაზეც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დანა უაითი ალაპარაკდა. თავად მერაბს არაერთხელ უთქვამს, რომ ქამრისთვის მეგობართან ჩხუბს არ აპირებს, თუმცა უკან დახევას არც უაითი გეგმავს.

როგორც იწერება, სტერლინგი წონითი კატეგორიის შეცვლას აპირებს, რათა მსგავსი პრობლემა მერაბს თავიდან აარიდოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი