დი კანიო: “მისი გოლი გენიალური იყო” » სპორტის ხაზი

დი კანიო: “მისი გოლი გენიალური იყო”

დი კანიო: “მისი გოლი გენიალური იყო”
14-03-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთლემა, პაოლო დი კანიომ, რომელიც თავის დროზე “ლაციოს,” “იუვეს,” “ნაპოლისა” და “მილანის” ღირსებას იცავდა, ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და მის მიერ “ატალანტას”კარში გატანილი გოლიც შეფასა.

“მშვენიერი გოლია, რომელიც ახსნას საჭიროებს, რადგან გენიალურია. არალეგალური გოლია. ის არ უყურებს ბურთს, რადგან ყველაფერი იცის, როგორ გააკეთოს. ყველაფერს წამის მეასედებში აკეთებს, არადა, როგორც წესი, ფეხის მსგავსი მოძრაობებისთვის მეტი დროა საჭირო. ეს არის ოსტატობა ბიჭებო, ამაზე ფიქრი და წარმოდგენაც კი რთულია.

რასაც ეს ბიჭი აკეთებს, გველის ახალი სახეობაა. ის არ ელოდება როდის იმოქმედებს შხამი კბენის შემდეგ, არამედ მუდმივად გკბენს და გჭამს. ზებგერითი სიჩქარით მოძრაობს. გოლის მომენტში მისი მოქმედება ახალი თაობის კი არა, მომავალი თაობის კომპიუტერი იყო” - განაცხადა დი კანიომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი