შერმადინის მორიგი მიღწევა - ქართველი თებერვლის MVP გახდა » სპორტის ხაზი

შერმადინის მორიგი მიღწევა - ქართველი თებერვლის MVP გახდა

შერმადინის მორიგი მიღწევა - ქართველი თებერვლის MVP გახდა
13-03-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შერმადინი საკლუბო დონეზეც წარმატებულია. მოგეხსენებათ, იგი “ლენოვო ტენერიფეს” რიგებში ირიცხება. გიორგიმ თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო უკვე მეთერთმეტედ მიიღო.

კუთვნილი პრიზი ქართველს “ტენერიფესა” და “ხუვენტუდის” მატჩის დაწყებამდე გადაეცა. შერმადინმა წარმატება კარგი თამაშით აღნიშნა და ამავე თამაშის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა, გუნდმა 85:68 იმარჯვა.

გიორგიმ მოედანზე 24 წუთი გაატარა. ამ დროის მანძილზე მან 19 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი