"ჯუნტოლიმ მითხრა, რომ ფენომენალურ ქართველს მიაგნო" - ფაუზი გულამი » სპორტის ხაზი

"ჯუნტოლიმ მითხრა, რომ ფენომენალურ ქართველს მიაგნო" - ფაუზი გულამი

"ჯუნტოლიმ მითხრა, რომ ფენომენალურ ქართველს მიაგნო" - ფაუზი გულამი
13-03-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ყოფილმა და ანჟერის ამჟამინდელმა მცველმა, ფაუზი გულამმა კრისტიანო ჯუნტოლისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სატრანსფერო ისტორია გაიხსენა:

"2021 წლის ოქტომბერში ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ მითხრა, რომ ფენომენალური ქართველი ფეხბურთელი მონახა, თუმცა მისი ფასი არც თუ სახარბიელო იყო და ფასის დაკლება იდეალური გამოსავალი იქნებოდა."

"გარდა ჯუნტოლისა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მაშინდელმა სპალეტის ასისტენტმა და ამჟამინდელმა სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამაც მიამბო, რომელიც ქართველ ფეხბურთელს თვალს დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდა და მისით მოხიბლული იყო."


გულამმა იმაზეც ისაუბრა, რომ იტალიის ჩემპიონატში თავის დამკვიდრება ადვილი საქმე არაა, სპალეტის კი შექება ეკუთვნის, რადგან კვარასთვის სერია A-სთან ადაპტაციის პროცესი გაამარტივა:

"ლუჩანო სპალეტის შექება ეკუთვნის, რომელმაც კვარა იტალიის ჩემპიონატში კარგად ჩართო და ნდობა თავიდანვე გამოუცხადა. მოგეხსენებათ, სერია A-ში თავის დამკვიდრება იოლი სულაც არაა, სპალეტიმ კი ხვიჩას უდიდესი დახმარება გაუწია." - თქვა გულამმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი