რატომ არ შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი ტოტენჰემში? » სპორტის ხაზი

რატომ არ შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი ტოტენჰემში?

რატომ არ შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი ტოტენჰემში?
5-10-2022, 19:32
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერამდე, ახალგაზრდა ქართველი ტალანტის დამატებით არაერთი ევროპული გრანდი იყო დაინტერესებული.

იტალიაში ტრანსფერამდე, ინგლისურ პრესაში აქტიურად იწერებოდა ტოტენჰემის ვარიანტზეც, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი ვერ შედგა, ამის მიზეზებზე კი ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა, ლეონდ სლუცკმა ისაუბრა:

"მოლაპარაკებები ტოტენჰემთან მართლაც მიმდინარეობდა. თანხა, რომელსაც კვარას სანაცვლოდ ვითხოვდით, საკმაოდ სამართლიანი იყო - ხვიჩა იაფი ფეხბურთელი არ გახლავთ, ბევრმა გუნდა კი იმ მომენტში ვერ გაბედა ამხელა ინვესტიციის ჩადება.

იგივე სიტუაცია იყო ტოტენჰემთანაც, ვფიქრობ, რომ ლონდონელებმა უბრალოდ ვერ გარისკეს კვარაცხელიას სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდა, რადგან ის ინგლისში გარანტირებულად სასტარტოს ფეხბურთელი არ იქნებოდა
", - განაცხადა სლუცკიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი