“ტურნირზე მაინც გამოვალ” - რა მდგომარეობაშია ტოჩი მარტის ბაშოზე » სპორტის ხაზი

“ტურნირზე მაინც გამოვალ” - რა მდგომარეობაშია ტოჩი მარტის ბაშოზე

“ტურნირზე მაინც გამოვალ” - რა მდგომარეობაშია ტოჩი მარტის ბაშოზე
11-03-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ სუმოში მორიგი სუპერტურნირი, ჰარუ ბაშო დაიწყება. ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე ჯურიოს დივიზიონში იასპარეზებს, ვინაიდან წინა ბაშოზე დაზიანება მიიღო და ტურნირს შუა გზაშივე გამოეთიშა.

ქართული სუმოს ქომაგების ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამირან ურუშაძე ჯგუფში სუმოს ქომაგები წერს:
მოგეხსენებათ, წინა ბაშოზე ლევანმა საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო მარცხენა მხარზე, რომელიც, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოიშუშა ბოლომდე. ამას დაემატა მარჯვენა მუხლის ქრონიკული ტრავმის დამძიმება (რაც მისმა უვარჯიშებლობამ გამოიწვია) და თითქოს, ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა ჩვენი გოლიათის თავს. მაგრამ, ყველამ კარგად იცით, როგორი მებრძოლი სულის პატრონია ლევან გორგაძე, რომელიც მარტივად არასდროს ნებდება, და "მაინც გამოვალ მარტის ბაშოზეო" - გვითხრა დღეს დილით ჩვენმა ფალავანმა. ქართველ რიკიშის სურვილი აქვს, კიდევ ერთხელ გაიბრძოლოს და შეეცადოს მაკუუჩიში დაბრუნებას.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი