"ხვიჩამ თავისივე პოსტით უსამართლობას სწორად უპასუხა" - ლუჩანო სპალეტი » სპორტის ხაზი

"ხვიჩამ თავისივე პოსტით უსამართლობას სწორად უპასუხა" - ლუჩანო სპალეტი

"ხვიჩამ თავისივე პოსტით უსამართლობას სწორად უპასუხა" - ლუჩანო სპალეტი
10-03-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ხვიჩა კვარაცხელიაც გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაშია.

თავის მხრივ, კვარას ამ საქციელს ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე სამაგალითო უწოდა და აღნიშნა, რომ ადამიანები უსამართლობასთან ბრძოლისას სწორედ ისე უნდა მოიქცნენ, როგორც ეს ხვიჩამ გააკეთა:

"კვარაცხელიას სტატუსი ვნახე, როდესაც ის მანიფესტაციას საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობით შეუერთდა. ასე უნდა მოიქცე ყოველთვის, როდესაც უსამართლობას აწყდები. საკუთარი მოსაზრების გამოსახატად მან ეს ძალაუფლება გამოიყენა და ამ ფორმით, ის ქართველ ხალხს გვერდში დაუდგა."

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა თავისივე დამტკიცებული კანონი უკანვე გაიწვია, შესაბამისად, პროტესტმა შედეგი გამოიღო და ყველაფერი წარმატებით დასრულდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი