მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა ორმატჩიან დუელში ფრანგული პსჟ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა გაინაღდა.
განმეორებითი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა, ჰერბეტ ჰაინერმაც გააკეთა:
"ყოველთვის ვამბობდი, რომ შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომელსაც ევროპულ ტურნირებზე საკუთარი თავის წარმოჩენა ბრწყინვალედ შეუძლია.
ვფიქრობ, გამარჯვებისთვის ყველანაირი შანსი გვაქვს, მაგრამ ცოტა იღბალი მაინც დაგვჭირდება. ახლა ტურნირზე ჩვენზე ძლიერს ვერავის ვხედავ", - განაცხადა ჰაინერმა.