მიმოხილვა - როგორი იყო ეროვნული ლიგის მესამე ტური » სპორტის ხაზი

მიმოხილვა - როგორი იყო ეროვნული ლიგის მესამე ტური

მიმოხილვა - როგორი იყო ეროვნული ლიგის მესამე ტური
9-03-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გუშინ ჩატარდა. დღე მოქმედი ჩემპიონის, თბილისის “დინამოსა” და “გაგრას” დაპირისპირებით გაიხსნა. ქომაგმა 8 გატანილი გოლი იხილა. თბილისელებმა 5-3 იმარჯვეს, მათი მხრიდან ბურთები კამარამ (2), იმრანმა, ზორან მარუშიჩმა და გაბრიელ სიგუამ გაიტანეს, აფხაზების მხრიდან კი დუბლი თეიმურაზ შონიამ გაიფორმა, ერთი ბურთიც მათეუს მარკონდელეს ანგარიშზეა.

დღის მეორე შეხვედრაში წყალტუბოს “სამგურალმა” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე “თელავი” მიიღო. დაძაბულ ბრძოლაში დას.საქართველოს წარმომადგენელმა ნიკოლოზ კალანდარიშვილის მხრიდან გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო.

მშვიდი გამარჯვება მოიპოვა “ტორპედომ” “სამტრედიას” წინააღმდეგ. ქუთაისელებმა ორი უპასუხო ბურთი გაიტანეს. გოლები ნიკა კაჭარავასა და გიორგი არაბიძის ანგარიშზე გახლავთ.

რაც შეეხება “საბურთალოს,” თბილისელებმა რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ქობულეთის “შუქურა” მიიღეს. საბურთალოელებს არცთუ ისე მარტივი გასეირნება გამოუვიდათ, მეტოქე 2-1 დაამარცხეს. ლუკა სილაგაძის გოლს შავიზღვისპირელთა მხრიდან გიორგი ჯანელიძემ უპასუხა, თუმცა ცოტნე კაპანაძემ სხვაობა მალევე გაზარდა და თბილისურ კლუბს 3 ქულა მოუტანა.

ტურის ცენტრალურ მატჩში, ერთმანეთს გორის “დილა” და ბათუმის “დინამო” დაუპირისპირდნენ. გუნდებმა თითო თითო ბურთი გაცვალეს, ტიერი გეილიმ და ვლადიმერ მამუჩაშვილმა მოახერხეს. მატჩი 1-1 დასრულდა.

მეოთხე ტურის მატჩებიდან ოთხში შეხვედრა 12 მარტს გაიმართება, ერთი კი 13-ში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი