"მჯერა, ოქროს ბურთის მოგება შეუძლია", - ვიქტორ ოსიმენმა კვარაცხელიაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"მჯერა, ოქროს ბურთის მოგება შეუძლია", - ვიქტორ ოსიმენმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"მჯერა, ოქროს ბურთის მოგება შეუძლია", - ვიქტორ ოსიმენმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
6-03-2023, 21:42
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური ნაპოლის თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა უცხოური სპორტული მედიისგან ჯილდო მიიღო, რის შემდეგაც პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ქართველი შემტევი დადებითად დაახასიათა.

"კვარა ბრწყინვალე ბიჭია და ამას მასზე თავიდანვე ვფიქრობდი. ის გუნდში ყველას გვიყვარს და ეს მხოლოდ იმით არ არის გამოწვეული, რასაც ის მოედანზე აკეთებს.

მჯერა, რომ მას მომდევნო წლებში ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. ასევე, იმედი მაქვს, რომ ნაპოლის დიდებას მოუტანს. ჩვენს შორის კარგი ურთიერთგაგებაა.

მთავარ მწვრთნელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს და ეს არის მთავარი, რის გამოც სეზონს კარგად ვატარებთ - ეს დამოკიდებულება სამომავლოდაც უნდა შევინარჩუნოთ
", - განაცხადა ოსიმენმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი