პოლონეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში გიორგი კაკაბაძის კრაკოვიამ სლასკს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ამავე მატჩის მასპინძლები პირველ ნახევარს ბეიგერის გოლით აგებდნენ, რომელმაც კრაკოვიას კარის აღება მეცხრე წუთზე მოახერხა.
რაც შეეხება მეორე ნახევარს, გამათანაბრებელი გოლი 54-ე წუთზე გავიდა, საგოლე პასი კი ქართველმა ფეხბურთელმა მიითვალა - იხილეთ ვიდეო.
ცნობისთვის, გიორგი კაკაბაძის კრაკოვია პოლონეთის ჩემპიონატის მე-6 პოზიციას 33 ქულით იკავებს.