ვალენსიამ წააგო - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა? » სპორტის ხაზი

ვალენსიამ წააგო - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა?

ვალენსიამ წააგო - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა?
5-03-2023, 21:10
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წამის წინ დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრა, რომელშიც ბარსელონამ ვალენსია მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ამავე მატჩის სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც გოლის ეპიზოდში გამოსვლაზე არადამაჯერებლად ითამაშა და რაფინიას დარტყმულთან ვერაფერი გააწყო.

გარდა გაშვებული გოლისა, ქართველ მეკარეს სერიოზული საქმე თითქმის არც ჰქონია. საბოლოოდ, ვალენსიამ ბარსელონას წითელი ბარათი ვერ გამოიყენა და სახლში უქულოდ წავიდა.

რაც შეეხება მამარდაშვილის შეფასებას, მას უცხოურმა Sofascore-მ 6.1 სარეიტინგო ქულა დაუწერა, რაც ვალენსიას რიგებში ყველაზე დაბალი შეფასება გახლდათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი