"მიუნხენში მოსაგებად და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჩავდივართ", - მბაპე ბაიერნთან მატჩის წინ » სპორტის ხაზი

"მიუნხენში მოსაგებად და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჩავდივართ", - მბაპე ბაიერნთან მატჩის წინ

"მიუნხენში მოსაგებად და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჩავდივართ", - მბაპე ბაიერნთან მატჩის წინ
5-03-2023, 19:19
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, 8 მარტს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი შინ პსჟ-ს უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი
დაპირისპირება, ნაგელსმანის გუნდის გამარჯვებით (0-1) დასრულდა.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსალოდნელ შეხვედრაზე კომენტარი პარიზელთა შემტევმა, კილიან მბაპემაც გააკეთა:

"თავდაჯერებულები ვართ, მაგრამ ამავე დროს თავმდაბლებიც, რადგანაც დიდ გუნდს ვუპირისპირდებით. ჩვენ პარი სენ-ჟერმენი ვართ და მიზნად ყოველთვის თამაშის მოგებას ვისახავთ.

მიუნხენშიც გამარჯვებისთვის და შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ჩავდივართ - უკან სახლში ბედნიერები უნდა დავბრუნდეთ
", - განაცხადა მბაპემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი