"აუცილებელი იქნება, რომ ნაპოლი სახლში დამარცხებული გავუშვათ" - ატალანტას მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"აუცილებელი იქნება, რომ ნაპოლი სახლში დამარცხებული გავუშვათ" - ატალანტას მწვრთნელი

"აუცილებელი იქნება, რომ ნაპოლი სახლში დამარცხებული გავუშვათ" - ატალანტას მწვრთნელი
7-03-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრაში ჯან პიერო გასპერინის ატალანტამ უდინეზეს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ატალანტას დამრიგებელმა დაკარგული ქულების შესახებ კომენტარი გააკეთა და ბონუსად ისიც თქვა, რომ 11 მარტს ნაპოლი მისმა გუნდმა აუცილებლად უნდა დაამარცხოს:

"ჩვენ გოლის გატანა ბევრჯერ შეგვეძლო, მაგრამ ყოველი შანსი ხელიდან გავუშვით, იქნებოდა ეს საჰაერო თუ რომელიმე სხვა ტიპის შესაძლებლობა."

"ნაპოლი არაჩვეულებრივი გუნდია, თუმცა მათ აუცილებლად უნდა მოვუგოთ და ძალიან კარგი მატჩი ჩავატაროთ. ისინი ლაციოს დიდი ხნის განმავლობაში უტევდნენ, თუმცა როგორც ხედავთ, გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მიუხედავად ამისა, იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მათ გოლის გატანა არ შეუძლიათ."

ცნობისთვის, ნაპოლისა და ატალანტას მატჩი ჩვენი დროით 21:00 საათზეა ჩანიშნული, შეხვედრა ნეაპოლში გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი