ხვიჩა კვარაცხელიას საქომაგოდ ჩასული ქართველი ძებნილი იტალიაში დააკავეს » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელიას საქომაგოდ ჩასული ქართველი ძებნილი იტალიაში დააკავეს

ხვიჩა კვარაცხელიას საქომაგოდ ჩასული ქართველი ძებნილი იტალიაში დააკავეს
5-03-2023, 19:09
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იტალიური მედია წერს, ნეაპოლის კაპოდიჩინოს აეროპორტის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ქართველი ძებნილი დააკავა, რომელსაც ეს სტატუსი საბერძნეთის სასამართლომ 2012 წელს ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის მიანიჭა.

ამავე ქვეყნის წყაროებიდან ვიგებთ, რომ აღნიშნული პირი იტალიაში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა, რათა ხვიჩა კვარაცხელიასთვის ლაციოსთან მატჩში მხარი დაეჭირა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძებნილი პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დააკავეს, რომელიც მიზნას არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ ლაციოსთან საკუთარ კედლებში 3 მარტს ითამაშა და 0-1 ვესინოს გენიალური გოლით დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი