“ეს კვირა ზივზივაძისთვის საუკეთესო იყო” - რას ამბობენ ბუდუზე » სპორტის ხაზი

“ეს კვირა ზივზივაძისთვის საუკეთესო იყო” - რას ამბობენ ბუდუზე

“ეს კვირა ზივზივაძისთვის საუკეთესო იყო” - რას ამბობენ ბუდუზე
4-03-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “ფეჰერვარიდან” “კარლსრუეში” გადაბარგდა. ამ დროისთვის ქართველს ოფიციალური დებიუტი არ ჰქონია. გერმანული კლუბი მომდევნო მატჩს ხვალ, 5 მარტს გამართავს და “ჰანზას” დაუპირისპირდება.

“კარლსრუეს” მთავარი მწვრთნელის კრისტიან აიხნერის შეუძლოდ ყოფნის გამო ასისტენტმა, ზლატან ბაირამოვიჩმა პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხა და ზივზივაძეზეც ისაუბრა:

“იმ პერიოდში, რაც ზივზივაძე ჩვენთან იმყოფება, ეს კვირა მისთვის საუკეთესო იყო და ვხედავთ, რომ უფრო და უფრო ხშირად იცინის. მიუხედავად ამისა, მისი სასტარტო შემადგენლობაში დაყენება რთულია, რადგან სხვა თავდამსხმელები კარგად მოქმედებენ. ძირითადში არ მგონია, მაგრამ განაცხადში ალბათ მოხვდება.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი