"ხვიჩა კვარაცხელია მილიონობით ადამიანის კუმირია" - ლეონიდ სლუცკი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია მილიონობით ადამიანის კუმირია" - ლეონიდ სლუცკი

"ხვიჩა კვარაცხელია მილიონობით ადამიანის კუმირია" - ლეონიდ სლუცკი
3-03-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

ლეონიდ სლუცკიმ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის რუბინში წვრთნიდა ქართველ ფეხბურთელზე TENNISI-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვარა ამ ეტაპზე მილიონობით ადამიანის კუმირია:

"როდესაც ხვიჩა რუბინში მისვლისას ვნახე, მას ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, ამიტომ არც ეროვნულ ნაკრებში ეძახდნენ. ეტაპობრივად მისი სათამაშო პრაქტიკა გაიზარდა, აქედან კი სუპერსაკვანძო ფეხბურთელის სახელით წავიდა. ჩვენ მასთან მონდომებით ვმუშაობდით, რისთვისაც კვარა მადლიერი იყო, თანაც არამხოლოდ სპორტული შედეგების გამო."

"თამამად ვიტყვი, დღეს ხვიჩა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ეს არა სუბიექტური აზრი, არამედ ობიექტური რეალობაა. მისი სტატისტიკა განსაცვიფრებელია, რის გამოც კვარა მილიონობით ადამიანისთვის კუმირი გახდა."

"ძალიან მიხარია, რომ მისი იტალიური კარიერა აღმასვლით დაიწყო. ხვიჩა ცოტათი ემოციური ბიჭია, ამიტომ თუ საქმეები კარგად არ მისდის, შეიძლება თავის თავში ჩაიკეტოს და პრობლემები შეექმნას, მაგრამ თუ ყველაფერი მწყობრშია, მაშინ ფრთებს შლის და ბრწყინვალებას ავლენს."
- თქვა ლეონიდ სლუცკიმ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი