რატომ ითამაშებს მამარდაშვილი “ბარსასთან” შავი მაისურით » სპორტის ხაზი

რატომ ითამაშებს მამარდაშვილი “ბარსასთან” შავი მაისურით

რატომ ითამაშებს მამარდაშვილი “ბარსასთან” შავი მაისურით
3-03-2023, 16:03
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის მომდევნო ტურში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” “ბარსელონას” დაუპირისპირდება. როგორც ირკვევა კატალონიელთა წინააღმდეგ, “ღამურების” ქართველი მეკარე შავი მაისურით ითამაშებს, რომელიც სპეციალურად ამ მატჩისთვის შეიქმნება.

ამ ყველაფრის მიზეზი შემდეგია - “ბილბაოს” ინიციატივით ყველა კლუბმა გამორჩეულ მეკარეს, ხოსე ანხელ ირიბარს პატივი უნდა მიაგოს. “ვალენსიაც” ამ წინადადების თანამონაწილეა.


მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” მეკარის მაისურის ფერები მწვანე, ნარინჯისფერი და წითელია, შავი სპეციალურად ამ მატჩისთვის შეიკერება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი