რაგბი ევროპა | ნახევარფინალისთვის მზადება დაიწყო » სპორტის ხაზი

რაგბი ევროპა | ნახევარფინალისთვის მზადება დაიწყო

რაგბი ევროპა | ნახევარფინალისთვის მზადება დაიწყო
1-03-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

ბორჯღალოსნები 33 კაცის შემადგენლობით „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბნენ და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის განახლებული ფორმატის თანახმად, 8-გუნდიანი ტურნირის ნახევარფინალისტები ჯგუფური ეტაპის დასრულების შედეგად გამოვლინდნენ. თასისთვის ოთხი მათგანი აგრძელებს ბრძოლას – „ბ“ ჯგუფის პირველადგილოსანი პორტუგალია 4 მარტს ესპანეთს უმასპინძლებს, 5 მარტს კი „ა“ ჯგუფის გამარჯვებული საქართველო, „ავჭალაზე“, 16 საათზე რუმინეთს დაუხვდება.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, გაფართოებულ რაზმში მცირედი ცვლილებებია. ვახტანგ აბდალაძის ნაცვლად შეკრებაზეა სანდრო ქუნთელია, რომელიც გუნდს ტრავმის შემდეგ ესპანეთთან მატჩის წინ შეუერთდა, თუმცა თამაშმა არ მოუწია.

9 ნომრის პოზიციაზე მიხეილ ალანიას ნაცვლად ლევან მაისაშვილმა თენგიზ პერანიძეს უხმო, რომელსაც სანაკრებო დებიუტი შარშან ზაფხულში, ურუგვაისთან ჰქონდა და მას შემდეგ არ უთამაშია.

33 მორაგბიდან 18 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა.

ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები ფინალში 19 მარტს, ჩვენი დროით 23 საათზე, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში ფინალში შეიბმებიან, მესამე ადგილისთვის მატჩი კი იქვე 20:15 საათზე დაიწყება.

წყარო: rugby.ge

რაგბი ევროპა | ნახევარფინალისთვის მზადება დაიწყო


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი