ოსიმენის ახალი მოთხოვნა ასეთია - რა სურს ვიქტორს ნაპოლიში დასარჩენად? » სპორტის ხაზი

ოსიმენის ახალი მოთხოვნა ასეთია - რა სურს ვიქტორს ნაპოლიში დასარჩენად?

ოსიმენის ახალი მოთხოვნა ასეთია - რა სურს ვიქტორს ნაპოლიში დასარჩენად?
1-03-2023, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

მორიგი დღე და მორიგი სიახლე ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო ციებ-ცხელების შესახებ. როგორც RAI წერს, ნიგერიელის აგენტმა თავისი კლიენტის ახალი მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

აღნიშნული წყაროდან ვიგებთ, რომ ნაპოლის 9-იანს განზრახული აქვს, რომ მომავალი სეზონიდან გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს, ამისთვის ოსიმენი წელიწადში 7 მილიონ ევროს ითხოვს.

პარალელურად, ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა ამ შეთავაზებას ნაპოლის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, რომელიც ბოლო პერიოდში სხვა შინაარსით ალაპარაკდა.

ცნობისთვის, კვარასთან ერთად მოთხოვნა ოსიმენზეც საკმაოდ დიდია, ნიგერიელი ფორვარდით ისეთი კლუბები ინტერესდებიან, როგორებიც მანჩესტერ იუნაიტედი, მადრიდის რეალი და ჩელსი არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი