პარიზის სასამართლომ გამოძიება დაიწყო - პსჟ-ს პრეზიდენტს ადამიანის გატაცებას ედავებიან » სპორტის ხაზი

პარიზის სასამართლომ გამოძიება დაიწყო - პსჟ-ს პრეზიდენტს ადამიანის გატაცებას ედავებიან

პარიზის სასამართლომ გამოძიება დაიწყო - პსჟ-ს პრეზიდენტს ადამიანის გატაცებას ედავებიან
28-02-2023, 17:23
Aa Aa
გაზიარება:

პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ადამიანის გატაცებაშია ეჭვმიტანილი - ინფორმაციას AFP ავრცელებს და მათივე მტკიცებით, პარიზის სასამართლომ ამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო.

საქმე ეხება 42 წლის ალჟირელი ლობისტის, ტაიებ ბენ აბდერაჰმანის გატაცებას და წამებას. ის 2020 წლის იანვარში კატარში დააკავეს და 6 თვის განმავლობაში აწამებდნენ, მოგვიანებით კი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს - ყველაფერი იმით დასრულდა, რომ დაკავებულმა კატარი მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც ნასერ ალ-ხელაიფის შესახებ ინფორმაციის არ გამჟღავნებაზე დოკუმენტს მოაწერა ხელი.

მედია ვარაუდობს, რომ ტაიებ ბენ აბდერაჰმანს პსჟ-ს პრეზიდენტზე მაკომპრომეტირებელი დოკუმენტი გააჩნდა, თუმცა დაზუსტებით ვერ ასახელებენ დოკუმენტის შინაარს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი