გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა დაადასტურა, რომ მანუელ ნოიერის არყოფნაში, გუნდის მთავარი მეკარე ბარსელონას კარის დარაჯი, მარკ ანდრე ტერ შტეგენი იქნება.
"მეკარის პოზიცია ნაკრებში ყველაზე ნაკლებად გვაწუხებს - ჩვენ გვყავს 3-5 ისეთი მეკარე, რომელებიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან.
დაცვა უნდა გავაუმჯობესოთ. თუ მუნდიალს გადავხედავთ, ყველაზე წარმატებული ის გუნდები იყვნენ, რომელებმაც ყველაზე ცოტა გოლი გაუშვეს. ჩვენი მეტოქეები ჩვენზე ეფექტურები იყვნენ, რის გამოც გამოვარდით ტურნირიდან", - განაცხადა ფლიკმა.