"არსებობს სუპერ ელემენტები, რომლებსაც ყურადღება უნდა დავუთმოთ" | სპალეტის პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"არსებობს სუპერ ელემენტები, რომლებსაც ყურადღება უნდა დავუთმოთ" | სპალეტის პრესკონფერენცია

"არსებობს სუპერ ელემენტები, რომლებსაც ყურადღება უნდა დავუთმოთ" | სპალეტის პრესკონფერენცია
24-02-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი მომდევნო შეხვედრას ხვალ, 21:00 საათზე გამართავს, მეტოქე კი პაოლო ძანეტის ემპოლი იქნება.

აღნიშნულ მატჩამდე ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა, რის განმავლობაშიც იტალიელი სპეციალისტი რამდენიმე საკითხს შეეხო:

"წინა სეზონის მარცხებთან შედარებით, ჩვენ განვითარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. ტაქტიკური თვალსაზრისით, ხვალ მოგება იოლი არ იქნება. ემპოლი უპირატესობას კომპაქტურ თამაშს ანიჭებს, ჩვენ კი მათი გაშლა უნდა შევძლოთ. პაოლო ძანეტის არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს, მაგალითად ვიკარიო, პარისი და ბალდანცი, ვფიქრობ, ისინი მომავალ წელს უკეთეს გუნდებში ითამაშებენ."

"ემპოლიში მუშაობისას დიდი გამოცდილება მივიღე და ამისთვის მადლობელი ვარ. მე ძალიან გამიმართლა მაშინ, როდესაც ძლიერი ფეხბურთელები ვიპოვე, მათ ნაპოლიმდე გზა გამიხსნეს."

"თუ ვინმეს დაბადების დღე არ არის, ჩვენ გულმოდგინეთ და მუხლჩაუხრელად ვვარჯიშობთ, რათა საუკეთესო შედეგი მივიღოთ. გასულ წელს სწორედ ემპოლიმ ჩაშალა ჩვენი გეგმები, მათთან 3:0-ის მოგება შეგვეძლო, თუმცა საბოლოოდ დავმარცხდით. მასე მერე ბევრი ვიტანჯეთ, ახლა კი ყურადღებით უნდა ვიყოთ."

"ჩვენ მხოლოდ ერთი სურვილი გვაქვს, ეს გამარჯვებაა, რათა საკუთარ ქალაქს ბედნიერება და სიხარული მივანიჭოთ. ნაპოლის ყველა ფეხბურთელი გრძნობს გულშემატკივართა სიყვარულს, ჩვენ მათთვის უნდა მოვიგოთ."

"ნაპოლის ფილოსოფია ლამაზი ფეხბურთის თამაშს ნიშნავს. ჩვენ გარშემო არსებობს გამორჩეული ელემენტები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ."
- ლუჩანო სპალეტი

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ს 62 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ინტერს მთელი 15 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი