"კვარადონას მეტსახელი ჩემთვის დიდი მუხტი იყო" | ხვიჩა კვარაცხელია » სპორტის ხაზი

"კვარადონას მეტსახელი ჩემთვის დიდი მუხტი იყო" | ხვიჩა კვარაცხელია

"კვარადონას მეტსახელი ჩემთვის დიდი მუხტი იყო" | ხვიჩა კვარაცხელია
24-02-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ UEFA-სთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მიმოიხილა:

რას ფიქრობ იტალიის ჩემპიონატზე?

"სერია A ყველა იმ ლიგისგან განსხვავდება, სადაც აქამდე მითამაშია. აქ ძალიან ბევრი სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე გხვდებიან. ვფიქრობ, უდიდესი სხვაობა სისწრაფეს ეყრდნობა."

როგორი გრძნობაა, როდესაც კვარადონას გეძახიან?


"უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის ნამდვილი საოცრება იყო ისეთ ლეგენდასთან დაკავშირება, როგორიც დიეგო მარადონაა, ამას მართლაც არ მოველოდი. ასეთი მეტსახელის დარქმევა ჩემთვის დიდი მუხტი იყო და არ ვიცოდი გრძნობები როგორ გამომეხატა. უდიდესი პატივია, რომ ასეთი დონის ფეხბურთელს მადარებენ."

რას იტყვი ნეაპოლელ გულშემატკივარზე?

"ხალხი ნეაპოლში ფეხბურთით ცხოვრობს და სწორედ ამან აღმაფრთოვანა ყველაზე მეტად. სიმართლე გითხრათ, ქუჩაში ხშირად არ გავდივარ, თუმცა როცა ამას ვაკეთებ, მაშინ ყველაზე კარგად ვხვდები, რომ ნეაპოლი ფეხბურთზე შეყვარებულია. მათ ეს სპორტი სიგიჟემდე უყვართ, ისევე როგორც დიეგო მარადონა, რომელიც ყველა ქუჩაზე გხვდება, ისინი ფეხბურთით სუნთქავენ."

რატომ აირჩიე 77-ე ნომერი?

"ზოგადად, ჩემი საყვარელი ციფრი 7 გახლავთ, თუმცა რადგანაც ის დაკავებული იყო, გადავწყვიტე რომ 77 ნომერი ამეღო." - ხვიჩა კვარაცხელია


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი