რეალ მადრიდი ლობოტკას ტრანსფერით დაინტერესდა - ცნობილია რა თანხას ითხოვს ნაპოლი ფეხბურთელის სანაცვლოდ » სპორტის ხაზი

რეალ მადრიდი ლობოტკას ტრანსფერით დაინტერესდა - ცნობილია რა თანხას ითხოვს ნაპოლი ფეხბურთელის სანაცვლოდ

რეალ მადრიდი ლობოტკას ტრანსფერით დაინტერესდა - ცნობილია რა თანხას ითხოვს ნაპოლი ფეხბურთელის სანაცვლოდ
23-02-2023, 15:59
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ის ცნობით, ნაპოლის სლოვაკი ფეხბურთელის, სტანისლავ ლობოტკას ტრანსფერით მადრიდის რეალი დაინტერესდა.

წყაროს ინფორმაციით, სამეფო კლუბი 28 წლის შუახაზელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდება და მისი მოყვანა კლუბში პირადად კარლო ანჩელოტიმ მოითხოვა.

პარალელურად, ნაპოლის პრეზიდენტი დე ლაურენტისი მოთამაშის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს - ისე კი ლობოტკას ნაპოლისთან არსებული კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი