VIDEO: როგორ წარადგინა დინამო თბილისმა გიორგი ხარაიშვილი? » სპორტის ხაზი

VIDEO: როგორ წარადგინა დინამო თბილისმა გიორგი ხარაიშვილი?

VIDEO: როგორ წარადგინა დინამო თბილისმა გიორგი ხარაიშვილი?
21-02-2023, 15:51
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ხარაიშვილი დინამო თბილისის ფეხბურთელია - ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქური კლუბის ვებ-გვერდიდან ვგებულობთ.

ქართველი ნახევარმცველი თბილისურ კლუბს უნგრული ფერენცვაროშიდან იჯარის წესით შემოურთდა. ამ ეტაპზე კლუბებს შორის შეთანხმება 6 თვის ვადით გაფორმდა.

სხვადასხვა დროს 26 წლის ქართველი ნახევარმცველი ფერენცვაროშში, შვედურ გიოტებორგში და თბილისის საბურთალოში ასპარეზობდა.

გიორგი ხარაიშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ერთი გოლია. მას ასევე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უასპარეზია. ჩვენი კლუბის ახალწვეული სავარჯიშო პროცესში 21 თებერვლიდან ჩაერთვება.

წყარო: fcdinamo.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი