“ისევ საუკეთესო იყო” - როგორ ეხმაურება მედია მამარდაშვილის თამაშს » სპორტის ხაზი

“ისევ საუკეთესო იყო” - როგორ ეხმაურება მედია მამარდაშვილის თამაშს

“ისევ საუკეთესო იყო” - როგორ ეხმაურება მედია მამარდაშვილის თამაშს
21-02-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურში “ვალენია” “ხეტაფეს” ესტუმრა და მორიგი მარცხი იწვნია. ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ესპანური მედია “ღამურების” კარის დარაჯზე კვლავ საუბრობს.

AS - “მამარდაშვილი ისევ ვალენსიას საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მისმა სეივებმა ვალენსია კიდევ ერთხელ გადაარჩინა და პირველი ტაიმის ბოლოს, გიორგიმ ზედიზედ რამდენიმე ბურთი აიღო. მის გარეშე ვალენსია უშანსოდ დამარცხდებოდა.”

Plazadeportiva - “ ქართველი ფეხბურთელი მეტს ვერაფერს გააკეთებდა, რომ ვალენსია თამაშში დაეტოვებინა. მამარდაშვილი ისევ საუკეთესო იყო, მაგრამ კარი მშრალად ვერ შეინახა.”

“ვალენსია” ამჟამად შიდა ჩემპიონატში მე-19 პოზიციას იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი