FIFA-მ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის თანხა გამოყო » სპორტის ხაზი

FIFA-მ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის თანხა გამოყო

FIFA-მ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის თანხა გამოყო
19-02-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ირკვევა, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა დასახმარებლად FIFA-ც ერთვება საქმეში. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ აღნიშნულისთვის 1 მილიონი დოლარი გამოყო.

“დახმარება გამოყენებული იქნება ჰუმანიტარული ნივთების შესაძენად, ასევე გადაუდებელი და დროებითი თავშესაფრისა და მოსახლეობის დაცვის უზრუნველსაყოფად” - ვკითხულობთ FIFA-ს განცხადებაში.

ცნობილი ხდება ისიც, რომ FIFA ხშირად უკავშირდება თურქეთისა და სირიის ფეხბურთის ფედერაციებს, მათთან აქტიური კომუნიკაცია აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი