"პსჟ და მანჩესტერ სიტი ხვიჩა კვარაცხელია მიუახლოვდნენ" | Sportsmole » სპორტის ხაზი

"პსჟ და მანჩესტერ სიტი ხვიჩა კვარაცხელია მიუახლოვდნენ" | Sportsmole

"პსჟ და მანჩესტერ სიტი ხვიჩა კვარაცხელია მიუახლოვდნენ" | Sportsmole
18-02-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიამ სასუოლოსთან მორიგი ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა, ბრწყინვალე გოლი გაიტანა, რამაც მის შესახებ სატრანსფერო სიახლეები მორიგ ჯერზე გაააქტიურა.

აი, რას წერს ქართველ ფეხბურთელზე ერთ-ერთი ცნობილი სპორტული ვებგვერდი, კერძოდ Sportsmole: "პარი სენ-ჟერმენი და მანჩესტერ სიტი ხვიჩა კვარაცხელიას მიახლოვდნენ მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლის გეგმებში ქართველის გაყიდვა არ შედის."

თუ თანამედროვე ფეხბურთის ფულის მაგნატების, პარიზული და მანჩესტერული კლუბების ფინანსურ შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ნაპოლის ზაფხულში მათგან 100 მილიონიანი (ან უფრო მეტი) შეთავაზება მიუვიდეს. გარდა ამისა, უმთავრესი მაინც ფეხბურთელის სურვილია ხოლმე. ცხადია, თუ ხვიჩას სხვა ჩემპიონატში თამაშის სურვილი გაუჩნდება, მაშინ ნაპოლისთვის ამხელა შემოსავალი უფრო მიმზიდველი გახდება. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს კვარას თანაგუნდელების, ოსიმენის, ანგისას, კიმის და სხვა წამყვანი ფეხბურთელების სამომავლო რეალობაც. იმ შემთხვევაში თუ ისინი ნაპოლის ზაფხულში დატოვებენ, მაშინ კვარაცხელიას გასხვისების შანსებიც (თავად ფეხბურთელის სურვილის ფონზე) კიდევ უფრო გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ეგიდით გამართავს, მეტოქე კი ფრანკფურტის აინტრახტი იქნება (21 თებერვალი).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი