"სწორედ ამიტომ არ ავღნიშნე პსჟ-ს კარში გატანილი გოლი", - კინგსლი კომანი » სპორტის ხაზი

"სწორედ ამიტომ არ ავღნიშნე პსჟ-ს კარში გატანილი გოლი", - კინგსლი კომანი

"სწორედ ამიტომ არ ავღნიშნე პსჟ-ს კარში გატანილი გოლი", - კინგსლი კომანი
15-02-2023, 20:06
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ბაიერნი სტუმრად პსჟ-ს დაუპირისპირდა და მეტოქე კინგსი კომანის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ კომანი დასახელდა და Sofascore-სგან სარეიტინგო ქულა, 8.8 დაიმსახურა.

გოლის ეპიზოდში, კომანმა გატანილი ბურთი არ აღნიშნა, რაზეც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"პარკ-დე-პრენსიზე გოლის გატანა ჩემი ბავშვობის ოცნებაა. ეს იყო განსაკუთრებული მომენტი, რადგან პსჟ არის კლუბი, სადაც გავიზარდე, პარიზი კი ქალაქი, სადაც დავიბადე. ამიტომ არ მინდოდა ფანების წინაშე გატანილი გოლის აღნიშვნა", - განაცხადა კომანმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი