გურამ კაშია: " მესმის, რომ ასაკში ვარ, მაგრამ თუ ნაკრებს დავჭირდი აქ კიდევ დიდხანს დავრჩები" » სპორტის ხაზი

გურამ კაშია: " მესმის, რომ ასაკში ვარ, მაგრამ თუ ნაკრებს დავჭირდი აქ კიდევ დიდხანს დავრჩები"

გურამ კაშია: " მესმის, რომ ასაკში ვარ, მაგრამ თუ ნაკრებს დავჭირდი აქ კიდევ დიდხანს დავრჩები"
27-09-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, გიბრალტართან გამართული დაპირისპირება საიუბილეო გამოდგა გურამ კაშიასთვის. ქართველმა ცენტრალურმა-მცველმა ამის შესახებ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა:

"მე-100 თამაში ჩავატარე ეროვნული ნაკრების მაისურით, 14 წელი მოვუნდი ამას. ეს გუნდი, ეს ადგილი არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ფეხბურთში და მიხარია, რომ აქ ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ 100 არა, მაგრამ დიდი ხანი დავრჩები. რათქმაუნდა, მესმის რომ ასაკში ვარ, მაგრამ თუ ნაკრებს დავჭირდი აქ კიდევ დიდხანს დავრჩები" - განაცხადა 35 წლის ფეხბურთელმა.


გურამი ამ შედეგით ისეთი ფეხბურთელების გვერდით დგას, როგორებიც : ლევან კობიაშვილი და ჯაბა კანკავა არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი