"მთავარი მსგავსება ეს არის", - ზინჩენკომ არტეტა და გვარდიოლა შეადარა » სპორტის ხაზი

"მთავარი მსგავსება ეს არის", - ზინჩენკომ არტეტა და გვარდიოლა შეადარა

"მთავარი მსგავსება ეს არის", - ზინჩენკომ არტეტა და გვარდიოლა შეადარა
11-02-2023, 18:07
Aa Aa
გაზიარება:

არსენალის უკრაინელმა ფეხბურთელმა, ოლეკსანდრ ზინჩენკომ მიკელ არტეტა და პეპ გვარდიოლა ერთმანეთს შეადარა - 26 წლის მცველს ორივე სპეციალისტთან მუშაობის გამოცდილება აქვს.

"არტეტას ჯერ კიდევ სიტიდან მოყოლებული ვიცნობ და მუდამ ვიცოდი, რომ ის ბრწყინვალე მწვრთნელი იყო.

მასსა და გვარდიოლას შორის ბევრი მსგავსებაა, მაგრამ ცხადია, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და გამონაკლისი არც ისინი არიან - მთავარი მსგავსება ისაა, რომ ორივე მათგანს სურს ყოველი თამაშის მოგება
", - განაცხადა ზინჩენკომ.

ცნობისთვის, არსენალი პრემიერ ლიგას 50 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ მანჩესტერ სიტისთან 5 ქულიანი უპირატეოსობა აქვს, თანაც, არტეტას გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი