მარტინესი: “მბაპე საუკეთესო ფრანგი მოთამაშეა” » სპორტის ხაზი

მარტინესი: “მბაპე საუკეთესო ფრანგი მოთამაშეა”

მარტინესი: “მბაპე საუკეთესო ფრანგი მოთამაშეა”
11-02-2023, 13:20
Aa Aa
გაზიარება:

არგენტინის ნაკრების კარის დარაჯმა, ემილიანო მარტინესმა France Football-თან დუმილი დაარღვია და კილიან მბაპეზე ისაუბრა. ყველას კარგად ახსოვს
ბუენოს აირესში მსოფლიო ჩემპიონობის ზეიმისას მარტინესს კილიან მბაპეს სახიანი სათამაშო ეჭირა.

''გასახდელში სიმღერაზე გაბრაზდნენ, გასახდელში რას ვიზამთ, ჩვენი საქმეა. ფრანგებმა 2018 წელს მოგვიგეს და მესიზე მღეროდნენ. როგორ გააჩერა კანტემ მესი.

მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ფრანგებთან ვურთიერთობ და მათთან პრობლემა არ მქონია. შეგიძლიათ ჟირუს ჰკითხოთ. რაც შეეხება მბაპეს თოჯინას, ხალხმა ზეიმისას ბევრი თოჯინა ისროლა და ერთ-ერთი მბაპესი იყო, რომელიც ფეხებთან დავარდა. ავიღე, გამეცინა და ჰაერში ავწიე, რის შემდეგაც უკან ქომაგებში დავაბრუნე, სულ ეს იყო.

როგორ შემეძლო მბაპეს დაცინვა? მან ოთხი გოლი გამიტანა, ოთხი გოლი გამიტანა ფინალში. ალბათ, ის ფიქრობს, რომ მატყუარა ვარ, მაგრამ მას უდიდეს პატივს ვცემ. ერთ რამესაც გეტყვით: ის საუკეთესო ფრანგი მოთამაშეა, ვინც კი ოდესმე მინახავს''- ისაუბრა ემილიანომ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თერთმეტმეტრიანთა სერიაში დაამარცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი