ამის გამო დაისჯებიან - კოსოვოელთა უღირსი საქციელი საქართველოსთან მატჩში (ვიდეო) » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

ამის გამო დაისჯებიან - კოსოვოელთა უღირსი საქციელი საქართველოსთან მატჩში (ვიდეო)

ამის გამო დაისჯებიან - კოსოვოელთა უღირსი საქციელი საქართველოსთან მატჩში (ვიდეო)
13-10-2021, 13:57
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით 9 წლის შემდეგ ნანატრი გამარჯვება იზეიმა და პრიშტინაში კოსოვოს ნაკრები 1-2 დაამარცხა.

აღნიშნული მატჩის დასაწყისში უსიამოვნო ინცინდენტი დაფიქსირდა - კოსოვოს ნაკრების გულშემატკივრებმა საქართველოს ჰიმნის შესრულებისას სტვენა დაიწყეს, რაც საფეხბურთო მატჩების ეთიკური ნორმების უხეში დარღვევაა. 

ბუნებრივია რა იყო სტვენის მიზეზი, ცნობილია, რომ საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობს, სასაცილო კი ისაა, რომ მატჩის ბოლოს, როდესაც "ჯვაროსნები" იგებდნენ, კოსოვოელი გულშემატკივარი უკვე საკუთარ ნაკრებს უსტვენდა.

ამ სამარცხვინო ფაქტის ქართველმა გულშემატკივრებმა კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე არაერთი კომენტარი დატოვა. ქომაგების აღშფოთება სამართლიანიც არის და მათ მხარს უეფა-ს ეთიკის კოდექსიც უმაგრებს.

ფეხბურთის ისტორიაში მრავლად არის ფაქტები, როდესაც ასეთი ჟესტის გამო დამნაშავე ფეხბურთის ფედერაცია ისჯება ხოლმე, ამიტომ ბუნებრივია ქართველების მოლოდინი, რომ კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციაც სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი