"მშვიდობით ვარ, მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი...", - საბა ლობჟანიძე თურქეთში მომხდარ მიწისძვრაზე » სპორტის ხაზი

"მშვიდობით ვარ, მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი...", - საბა ლობჟანიძე თურქეთში მომხდარ მიწისძვრაზე

"მშვიდობით ვარ, მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი...", - საბა ლობჟანიძე თურქეთში მომხდარ მიწისძვრაზე
8-02-2023, 19:29
Aa Aa
გაზიარება:

ქართული ფეხბურთის მოყვარულებს კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ნაკრების 28 წლის შემტევი, საბა ლობჟანიძე თურუქლი "ჰატაისპორის" ღირსებას იცავს, სადაც რამოდენიმე დღის წინ საზარელი მიწისძვრა მოხდა.

საბედნიეროდ, საბა თავს კარგად გრძნობს - ამის შესახებ ფეხბურთელი Geo Team-ს ესაუბრა:

"მე მშვიდობით ვარ, მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი. დანგრეულ შენობებში ბავშვებს და ოჯახის წევრებს ეძებენ - რა ტრაგეედიაც მოხდა, არავის გამოგაცდევინოთ ღმერთმა", - განაცხადა საბამ.

ცნობისთვის, თურქეთში მყოფ არც ერთი ქართველი სპორტსმენის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.