"თორნიკე შენგელია ორივე სანაკრებო მატჩში დაგვეხმარება" | ნიკოლოზ ცქიტიშვილი » სპორტის ხაზი

"თორნიკე შენგელია ორივე სანაკრებო მატჩში დაგვეხმარება" | ნიკოლოზ ცქიტიშვილი

"თორნიკე შენგელია ორივე სანაკრებო მატჩში დაგვეხმარება" | ნიკოლოზ ცქიტიშვილი
7-02-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

თანამედროვე სპორტისთვის გადატვირთული გრაფიკი უცხო ნამდვილად არ არის. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეროვნულ გუნდს კაპიტანი ორივე დასკვნით შეხვედრაში დაეხმარება:

"თორნიკეს ძალიან რთული გრაფიკი აქვს და მისი სრულიად მესმის. ეს ადამიანი ყოველთვის ცდილობს, რომ მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგეს. თუ ღმერთმა
დაიფაროს და ტრავმა არ აქვს, არც მახსენდება, რომ რომელიმე სანაკრებო მატჩი გამოეტოვებინოს. ახლა ნაკრები 17 თებერვალს იკრიბება და 20-ში ნიდერლანდებში მიემგზავრება. თორნიკე 22 თებერვალს შემოგვიერთდება, 23-ში ნიდერლანდებთან ითამაშებს, შემდეგ ისევ იტალიაში დაბრუნდება, რათა "ვირტუსის" მაისურით ევროლიგაში იასპარეზოს, 25-ში კი თბილისში ჩამოვა და 26-ში ისლანდიასთანაც მოედანზე იქნება. ალბათ, წარმოგიდგენიათ, ეს რამდენად რთული ა."
- თქვა კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრები მე-3 ადგილზე იმყოფება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი