"ხვიჩასა და ვიქტორის საერთო ჰარმონია ყველას ანადგურებს" | Calcionapoli » სპორტის ხაზი

"ხვიჩასა და ვიქტორის საერთო ჰარმონია ყველას ანადგურებს" | Calcionapoli

"ხვიჩასა და ვიქტორის საერთო ჰარმონია ყველას ანადგურებს" | Calcionapoli
8-02-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთმა ნეაპოლურმა ვებგვერდმა, კერძოდ Calcionapoli-მ კვლავ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მომაკვდინებელ დუეტზე დაწერა და მათ მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

"ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ტყუპები არიან, თუმცა განსხვავებული მიზნები აქვთ. ისინი მხოლოდ 7 თვე არიან ერთად და უკვე ინსტინქტურად ესმით ერთმანეთის. ამ ბიჭებს სიტყვებისა და ფრაზების გაცვლა არც სჭირდებათ, ყველაფერს ჟესტების ენით აგებინებენ ერთმანეთს."

"წარმოუდგენელია ამ მომაკვდინებელი დუოს დნმ-თა მსგავსება, არადა ისინი ნაპოლიმდე სხვადასხვა ისტორიებით და წარმომავლობით მოვიდნენ. ეს ორი ცისფერმაისურიანი ფეხბურთელი ნეაპოლური გუნდის ნამდვილი ძრავაა, რომელიც სეზონის დასაწყისიდან ბრწყინავს და მიუხედავად იმისა, რომ ნიგერიელსა და ქართველს ხანდახან ტრავმები აწუხებენ, მათი საერთო ძალა მაინც დაუცხრომელია."
- დაწერა Calcionapoli-მ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს გამართავს, მეტოქე კი ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი