როგორც ყოველთვის | გიორგი მიქაუტაძე ბომბარდირთა დავის პირველი ნომერია » სპორტის ხაზი

როგორც ყოველთვის | გიორგი მიქაუტაძე ბომბარდირთა დავის პირველი ნომერია

როგორც ყოველთვის | გიორგი მიქაუტაძე ბომბარდირთა დავის პირველი ნომერია
7-02-2023, 13:15
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, 23:45-ზე საფრანგეთის მეორე დივიზიონის 22-ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გიორგი მიქაუტაძის მეცმა ამიენსი გასვლით შეხვედრაში 0:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და თავი როგორც გატანილი გოლით, ისე საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა. უკანასკნელი მონაცემებით, მიქაუტაძეს 11 გოლი და 5 ასისტი მოუგროვდა, რომლითაც ის ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავის პირველ პოზიციაზე იმყოფება.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შეფასებას, მას უცხოურმა Sofascore-მ 8.1 სარეიტინგო ქულა დაუწერა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შეფასება გახლდათ. შესაბამისად, მიქაუტაძე მატჩის საუკეთესოდ დასახელდა.

ამ მომენტისთვის მეცი შიდა ჩემპიონატის მე-4 ადგილს 36 ქულით იკავებს. გიორგი მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 13 თებერვალს კაენის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი