ტაირელ მალასია: "როდესაც მანჩესტერ იუნაიტედისგან მივიღე შეთავაზება, უკვე ვიცოდი თუ სად უნდა გამეგრძელებინა კარიერა" » სპორტის ხაზი

ტაირელ მალასია: "როდესაც მანჩესტერ იუნაიტედისგან მივიღე შეთავაზება, უკვე ვიცოდი თუ სად უნდა გამეგრძელებინა კარიერა"

ტაირელ მალასია: "როდესაც მანჩესტერ იუნაიტედისგან მივიღე შეთავაზება, უკვე ვიცოდი თუ სად უნდა გამეგრძელებინა კარიერა"
26-09-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ნიდერლანდულ არხთან Algemeen Dagblad -თან საუბრისას ტაირელ მალასიამ განმარტა, თუ რატომ უთხრა უარი "ლიონს" და რატომ გადაწყვიტა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა.

"ყოველთვის პრემიერ-ლიგაზე ვოცნებობდი. როდესაც მანჩესტერ იუნაიტედისგან მივიღე შეთავაზება, უკვე ვიცოდი თუ სად უნდა გამეგრძელებინა კარიერა. იმის მერე ლიონის პრეზიდენტთან არც მისაუბრია.

ბევრი ამბობდა, რომ მე სათადარიგო სკამზე მომიწევდა ჯდომა, თუმცა მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მჯერა ჩემი შესაძლებლობებისა და შანსების.

რა თქმა უნდა, თითქოს ფეინოორდში ყველაფერი ადვილი არ იყო. მქონდა აღმავლობა და ვარდნა მშვენიერი მომენტებით, მაგრამ ასევე დიდი იმედგაცრუებით, სერიოზული ტრამვებით.

მე ვიცი, როგორ გავუმკლავდე წარუმატებლობას და ასევე ვიცი, თუ როგორ უნდა განვვითარდე და გავხდე ჩემი თავის მაქსიმუმი."


სეზონის დასაწყისში ორჯერ სათადარიგო სკამზე ყოფნის შემდეგ, მალასიამ ინგლისური გრანდის ბოლო ექვსი თამაშიდან ყველა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი