"შოუ, ელეგანტურობა და ძალაუფლება, ეს ხვიჩასა და ვიქტორის დუეტია" | Gazzetta » სპორტის ხაზი

"შოუ, ელეგანტურობა და ძალაუფლება, ეს ხვიჩასა და ვიქტორის დუეტია" | Gazzetta

"შოუ, ელეგანტურობა და ძალაუფლება, ეს ხვიჩასა და ვიქტორის დუეტია" | Gazzetta
6-02-2023, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

სხვა ყველა დანარჩენთან ერთად, ლუჩანო სპალეტის გუნდის უკანასკნელ გამარჯვებას La Gazzetta dello Sport-იც გამოეხმაურა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტი სამი სიტყვით შეამკო, ესენია - შოუ, ელეგანტურობა და ძალაუფლება:

"ნაპოლი სადაც არ უნდა თამაშობდეს, მარადონაზე თუ გასვლით შეხვედრაში, მოედნის კუთხეში ყოველთვის ფრიალებს ნიგერიისა და საქართველოს დროშები. ლუჩანო სპალეტი თავის გუნდთან ერთად შესანიშნავად ირჯება, მაგრამ მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი ისაა, რომ მას ხელში ორი ოქრო უჭირავს. გუშინდელ შეხვედრაში ნაპოლიმ მორიგ ჯერზე გაიბრწყინა, რაც კვარაცხელიამ და ოსიმენმა განაპირობეს. ისინი სერია A-ს გოლებითა და საგოლე პასებით ლიდერობენ. ეს დუეტი შოუს, ელეგანტურობასა და ძალაუფლებას წარმოადგენს."

"ვიქტორ ოსიმენი პირველი გოლის ეპიზოდში არწივების სიმაღლეზე აფრინდა, მისი ნახტომი მაიკლ ჯორდანისას ჰგავდა. ნიგერიელი ფორვარდის ნახტომმა თითქმის 2.70 მეტრი შეადგინა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი და აკრობატული დრიბლინგი გვიჩვენა, შემდეგ კი ვიქტორს გოლი ცარიელ კარში გაატანინა და თანაც მიაძახა: წადი, გაიტანე, შემდეგში ჩემთვის შენ იზამ იგივეს.."
- წერს იტალიური გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს გამართავს, მეტოქე კი ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი