"სპეციასთან მატჩში გამოვარჩევდი ჯერ ხვიჩას.." | იტალიელი მოდელი ქართველზე » სპორტის ხაზი

"სპეციასთან მატჩში გამოვარჩევდი ჯერ ხვიჩას.." | იტალიელი მოდელი ქართველზე

"სპეციასთან მატჩში გამოვარჩევდი ჯერ ხვიჩას.." | იტალიელი მოდელი ქართველზე
6-02-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ სპეცია გასვლით შეხვედრაში 0:3 დაამარცხა. ამავე თამაშში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე გატანილი გოლი და საგოლე გადაცემა იყო.

სხვათაშორის, ნეაპოლელთა უკანასკნელ გამარჯვებას იტალიელი მსახიობი და ექს-მოდელი, მარია მაცა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელმაც კვარას ფაქტორი ყველასგან გამოარჩია:

"ვის გამოვარჩევდი ამ თამაშიდან? - პირველ რიგში, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც პენალტი ცივი გონებით შეასრულა და საგოლე გადაცემაც გააკეთა, შემდეგ ვიქტორ ოსიმენს თავის მომაკვდინებელი გოლით, ბოლოს კი სტანისლავ ლობოტკას, რომელიც ყველა ბურთზე მშვენივრად თამაშობდა." - დაწერა მარია მაცამ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს გამართავს, მეტოქე კი ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი