Napolipiu: ვინ არიან ხვიჩას საუკეთესო მეგობრები გუნდში? » სპორტის ხაზი

Napolipiu: ვინ არიან ხვიჩას საუკეთესო მეგობრები გუნდში?

Napolipiu: ვინ არიან ხვიჩას საუკეთესო მეგობრები გუნდში?
4-02-2023, 23:21
Aa Aa
გაზიარება:

ნეაპოლურმა ვებგვერდმა Napolipiu-მ იტალიური გუნდის ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა სადაც ის ორი მოთამაშე დაასახელა, ვისთანაც ხვიჩას ყველაზე კარგი ურთიერთობა აქვს.

"ოსიმენი? ის საქართველოში ყველას უყვარს და ვიმედოვნებ, რომ ერთხელაც ჩვენს ქვეყანას ესტუმრება. ხვიჩასა და ვიქტორის დუეტი ფანტასტიკური საყურებელია თუნდაც მხედველობაში ჩემპიონთა ლიგა გქვონდეს. რაც შეეხება იტალიის ჩემპიონატს, ნაპოლიმ აჩვენა, რომ ქვეყნის შიგნით არანაირი კონკურენტი არ ჰყავს.

ხვიჩას საუკეთესო მეგობრები? - ჩემი ინფორმაციით, კვარა ყველაზე მეტად ოსიმენთან და ელმასთან მეგობრობს, მათთან ხვიჩას ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს", - აღნიშნა გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტმა კახა დგებუაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი