შახტარმა მარიბორს ვერ მოუგო - გოჩოლეიშვილი გულიაშვილის სარაევოს და დინამო თბილისს შეხვდება » სპორტის ხაზი

შახტარმა მარიბორს ვერ მოუგო - გოჩოლეიშვილი გულიაშვილის სარაევოს და დინამო თბილისს შეხვდება

შახტარმა მარიბორს ვერ მოუგო - გოჩოლეიშვილი გულიაშვილის სარაევოს და დინამო თბილისს შეხვდება
3-02-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი გოჩოლეიშვილმა შახტარში ითამაშა სლოვენიის ჩემპიონ მარიბორთან უხვგოლიანი და სანახაობრივი ამხანაგური შეხვედრა, რომელიც 4:4 დასრულდა.

უკრაინელებმა ორ დღეში მეორე მატჩი ჩაატარეს და შახტარის მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა საკადრო როტაცია გამოიყენა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მოედანზე ის გუნდი გავიდა, რომელიც ძირითად თერთმეტეულად მოიაზრება. ამ კუთხითაა მნიშვნელოვანი, რომ ბელეკში გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრების მცველი დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 66 წუთი ითამაშა.

პირველი ტაიმი შახტარმა 3:1 მოიგო. შესვენების შემდეგ მარიბორმა დონეცკის გუნდის უპირატესობა სწრაფად გააბათილა – 3:3. 71-ე წუთზე დონეცკელები არტემ ბონდარენკომ ისევ დააწინაურა – 4:3. თუმცა სლოვენიის ჩემპიონმა ბოზიჩის გოლით ანგარიში ისევ გაათანაბრა და სანახაობრივი მატჩი 4:4 დასრულდა.

8 თებერვალს დონეცკელები ზამთრის შეკრებაზე ერთდროულად ორ სპარინგმატჩს ჩაატარებენ. გუნდი ბოსნიურ სარაევოს დაუპირისპირდება, სადაც გიორგი გულიაშვილია და საბურთალოს ყოფილი ფეხბურთლები ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ. იმავე დღეს შახტარი მეორე შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონს, დინამო თბილისს დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი