“ნაპოლის” ყოფილმა მოთამაშემ, ბრაზილიელმა ანტონიო დე ოლივერია ფილიომ, რომელიც საფეხბურთო სამყაროში ცნობილია როგოროც კარეკა, Il Mattino-სთან საუბრისას “პარტენოპეის” შესანიშნავ თამაშს გამოეხმაურა და ვიქტორ ოსიმენი შეაქო:
“ოსიმენმა თამაშის ხარისხი აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს. ის ძლიერი, ახალგაზრდა და საინტერესო მოთამაშეა.დარწმუნებული ვარ, რომ ნაპოლი, როცა მას გაყიდის, დიდ ფულს აიღებს.
ეს გუნდი სკუდეტოს მოგებისკენ მიმავალ გზაზე სწორი მიმართულებით მიდის. ეს ლუჩიანო სპალეტის დამსახურებაა. იგი ფეხბურთელებს შვილივით ეპყრობა.”
კარეკა სამხრეთ იტალიელთა რიგებში 1987-1993 წლებში გამოდიოდა. 164 მატჩში ბრაზილიელმა 73 გოლი გაიტანა.