თურქეთმა და ყაზახეთმა წააგეს - როგორი სიტუაციაა საქართველოს გარშემო? » სპორტის ხაზი

თურქეთმა და ყაზახეთმა წააგეს - როგორი სიტუაციაა საქართველოს გარშემო?

თურქეთმა და ყაზახეთმა წააგეს - როგორი სიტუაციაა საქართველოს გარშემო?
26-09-2022, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, საქართველოს ორი კონკურენტის მატჩი გაიმართა. ყაზახეთის ეროვნულმა ნაკრებმა ჩვენს მეზობლად, კერძოდ აზერბაიჯანში ითამაშა და 3-0 დამარცხდა, ხოლო თურქეთის ნაკრები ბევრისთვის მოულოდნელად ფარერებიდან 0 ქულით დაბრუნდა, 2-1. აღსანიშნავია, რომ ყაზახების საბოლოო მაჩვენებელი 13 ქულაა (ბურთების სხვაობა 8:6). ანალოგიური ქულათა მაჩვენებელი აქვს თურქეთს (ბურთების სხვაობა 18:5). შესაბამისად, თუ საქართველო გიბრალტარს დაამარცხებს, ან თუნდაც ფრეს ითამაშებს, მაშინ ჩვენს ბიჭებს ნახევარფინალში მასპინძლობის სტატუსი გარანტირებული ექნებათ.

ახლა, ერთადერთი, რამაც შესაძლოა სიტუაცია შეცვალოს, ეს საბერძნეთია, რომელსაც ჩრდილოეთ ირლანდიასთან სახლში, 27 სექტემბერს მოუწევს შეხვედრის გამართვა. დღევანდელი მონაცემებით, ბერძნებს 12 ქულა აქვთ (ბურთების სხვაობა 7:1) და განურჩევლად იმისა, თუ რა შედეგს დააფიქსირებს საბერძნეთი, საქართველო ოთხი ქვეყნის კონკურენციაში მაინც პირველ პოზიციას დაიკავებს, თუ ჩვენი ბიჭები გამარჯვებას მოახერხებენ, ხოლო საფლეიოფო მეტოქე ჯერჯერობით კვლავ უცნობია. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს პოტენციური მეტოქე სამივე ნაკრებია, გააჩნია ჩვენი ბიჭებისა და საბერძნეთის უკანასკნელი მატჩები როგორ დასრულდება.

ამდენად, არავითარი დიდი სხვაობით გამარჯვება. როგორც ხედავთ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ნახევარფინალის დინამო არენაზე გასამართად, ისეთ სუსტ ნაკრებთან, როგორიც გიბრალტარია ქულაც კი გვყოფნის. მიუხედავად ამისა, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ საქართველოს ნაკრები დამაჯერებლად გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ გიბრალტარი - საქართველო დღეს, 22:45-ზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი