"ნეაპოლის სტადიონზე გადაღებულ ფოტოებს რომ აქვეყნებთ, მოგიტ*ანთ პატრონი" | ქართული მარშის ლიდერი » სპორტის ხაზი

"ნეაპოლის სტადიონზე გადაღებულ ფოტოებს რომ აქვეყნებთ, მოგიტ*ანთ პატრონი" | ქართული მარშის ლიდერი

"ნეაპოლის სტადიონზე გადაღებულ ფოტოებს რომ აქვეყნებთ, მოგიტ*ანთ პატრონი" | ქართული მარშის ლიდერი
1-02-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალური ქსელის მეშვეობით სკანდალურ პოსტს აქვეყნებს:

"(მივმართავ გაზულუქებულ პოლიტიკოსებს და ფულის ტომრებს) - ამ მშიერ ქვეყანაში ნეაპოლში სტადიონზე გადაღებულ თქვენი "გამძღარი" ოჯახების ფოტოებს რომ აზიარებთ - მო….ნთ პატრონი!! ჩვენს უსაყვარლეს ბიჭს ხვიჩას თქვენი გაზულუქებული ცოლების და პარაზიტი შვილების ფოტოები არაფერში ჭირდება‼️
ბავშვებს საჭმლის ფული არ აქვთ და რას ახარბებთ? რომ ბევრი ფული მოგვპარეთ და ჩვენთვის მოპარული ფულით გრიალებთ!?"

"ხოდა თქვენი ბიუჯეტის ქურდი გამზრდელს.....‼️ რა იცით თქვენ ან ფეხბურთი, ან სპორტი, ან სამშობლოს სიყვარული!? თქვენი მარიაჟობა და მატრაკვეცობა არც ხვიჩას ჭირდება, არც ქართველებს და არც ქართულ სპორტს‼️ მინდა მივმართო იმ ბავშვებს რომელთა პატიოსან მშობლებს არ აქვთ იმის საშუალება რომ ბავშვები იტალიაში ხვიჩას თამაშზე გაუშვან - ხვიჩა თქვენი მსგავსი ქართველი, ალალი, კეთილშობილი ბიჭია, თქვენსავით პატიოსან ოჯახშია აღზრდილი, რომელმაც თავისი ნიჭით გაიკვლია გზა, მას არც გაზულუქებული და ბიუჯეტის ქურდი მშობლები ყავს, პატიოსნებაში გაიზარდა და მისთვის თქვენ ბევრად ახლობლები ხართ ვიდრე პარლამენტარების, მინისტრების თუ ე.წ.ბიზნესმებების პარაზიტები‼️"

"გულს ნუ გაიტეხთ შვილებო - პირიქით უფრო მოტივირებულები უნდა გახდეთ და აუცილებლად მიაღწევთ იმ სიმაღლეებს რაც ჩვენმა ხვიჩამ მიაღწია‼️ უფალმა დალოცოს ხვიჩა კვარაცხელია და ყველა ქართველი ახალგაზრდა!!"
- წერს სანდრო ბრეგაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.